“თუ საქართველოში არ იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლებ, გვერდზე დაგვრჩება ვიზები” – დავით ბაქრაძე

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

უზენაესი სასამართლოს წევრებზე ზეწოლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, რუსთავი 2-ის საქმის განხილვის პირველივე წუთებიდან ნათელი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ხელისუფლების ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

“თუ საქართველოში არ იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და სასამართლოს თავისუფლება, გვერდზე დაგვრჩება ვიზებიც, ევროპაც და საერთოდ ნორმალური განვითარებაც. ამიტომ, ეს არის ის საკითხი, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა მოხდეს ამ საქმის სრულფასოვნად გამოძიება. ჩვენი მოთხოვნებია, პირველი, მივმართავთ პრეზიდენტს და ვთხოვთ ჩაერთოს ამ საქმეში და უშუალოდ მიადევნოს თვალყური პროცესს. ჩვენ აუცილებლად შევხდებით საქართველოში არსებული დიპლომატიურ კორპუსს და ვთხოვთ, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ბოლომდე მიადევნონ თვალი ამ პროცესებს. ჩვენ მოვუწოდებთ არასამთავრობო სექტორს ამ ფუნდამენტური თემის ირგვლივ ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ეს საკითხიო იქნეს მთლიანად გამოძიებული და ბოლოს როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ საქმის გამოძიებაში ჩართული იყოს პარლამენტი,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. როგორც უწყებაში განმარტეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებით და სასამართლოს მომართვის საფუძველზე, გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, ამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტებზე დაიწყო.

ვის ადანაშაულებენ მოსამართლეები წეზოლაში, ეს ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა შეისწავლის მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის მიმოწერის ავთენტურობას, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს და სადაც ნახსენები არიან პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე.

banner
წინა სტატიაშიიანვარში ღვინის ექსპორტი 184 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიათუ “რუსთავი 2”-ის დახშობა მოხდება, ვიზალიბერალიზაციის საკითხი შეიძლება გაუქმდეს – გიგი უგულავა