თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ჩაერთვება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მათთვისვე იქნება დამაზიანებელი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის წარმომადგენლები კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვებიან კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს საპარლამენტო უმრავლესობაში.

„მე ვფიქრობ, რომ სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან. უბრალოდ კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის და არა ჩვენთვის. მათთვის პირადად და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მე მგონი ძალიან დამაზიანებელი იქნება თუ კი ისევ ამ ტალღაზე დარჩებიან და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის დამოკიდებულება უპასუხისმგებლო, ცინიკური და მავნებლურია – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის მოადგილე რჩეულიშვილზე: მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, საბოლოო დასკვნას სამედიცინო პერსონალი დადებს