პრემიერის დამოკიდებულება უპასუხისმგებლო, ცინიკური და მავნებლურია – ირაკლი აბესაძე

პარლამეტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბიუჯეტის თანდართული კანონპროექტები უნდა განიხილონ. საუბარია მთავრობის მიერ დაანონსებულ რადიკალურ რეფორმებზე, მათ შორის აქციზის გაძვირებაზე.

სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პრემიერ-მინისტრის მიერ 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხეს.

საპარლამენტო უმცირესობა პროგნოზირებს, რომ იმ შემთხვევაში თუ აქციზის ზრდა, ქვეყანაში პროდუქტებზე ავტომატურად ზრდას გამოიწვევს.

მთავრობის ამ გადაწვეტილებას ხალხის ჯიბეში ხელის კიდევ უფრო ღრმად ჩაყოფას უწოდებს ზურაბ ჭიაბერაშვილის და ამბობს, რომ ამოღებული თანხები უყაირათო საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსებას.

პრემიერის დღეს გაკეთებულ განცხადებას “მავნებლურს” უწოდებს ირაკლი აბესაძე.

„უპასუხისმგებლო, ცინიკური და მავნებლურია პრემიერის დამოკიდებულება. საყოველთაო კრიზისის პირობებში ის ზრდის გადასახადებს და უძვირებს ცხოვრებას ადამიანებს და ვერ ხედავს შესაძლებლობას თუნდაც 10%-ით შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯები,“-განაცხადა ირაკლი აბასეძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძის განცხადებით ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება
შემდეგი სტატიათუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ჩაერთვება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მათთვისვე იქნება დამაზიანებელი