თუ ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული კვარაცხელიას საქმის მასალებს არ გადმოგვცემენ, სტრასბურგში რუსეთის გარდა საქართველოსაც ვუჩივლებთ – მარიამ ჯიშკარიანი

“წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი” ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლულ ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნისა და საქმის მასალების გადაცემას ითხოვს და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მიმართავს. მასალები მათ ევროპულ სასამართლოში გადასაგზავნი დასკვნის მოსამზადებლად სჭირდებათ.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, თუ დოკუმენტების გადაცემაზე ცენტრს უარს ეტყვიან “ემპათია” მზად არის სტრასბურგში რუსეთის გარდა სარჩელი ქართული მხარის წინააღმდეგაც შეიტანოს.

„მივმართავთ დღეს, რომ გამოვითხოვოთ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა და არამხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა, სისხლის სამართლის მასალები.

იქიდან გამომდინარე თუ რა მასალების მივიღებთ პროკურატურიდან და მივიღეთ თუ არა, ცენტრი ემპათია განაგრძობს კომპლექსურ კომისიური ექსპერტიზის ჩატარებას და სავარაუდოდ შევიტანთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელს.

თუ არ გადმოგვცა ეს იქნება უხეში დარღვევა და მაშინ გამოვა,რომ საქართველოს მხარეც არ ახორციელებს ეფექტურად გამოძიებას. იძულებული ვიქნებით, არამარტო რუსეთის ფედერაციის, არამედ საქართველოს წინააღმდეგაც შევიტანოთ სარჩელი,“-აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაში7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას აღკვეთს დღეს შეუფარდებენ
შემდეგი სტატიაშპს „ მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ა(ა) იპ „ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა