7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას აღკვეთს დღეს შეუფარდებენ

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვან დედისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა სავარაუდოდ, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

არასრულწლოვან დედას მ.შ-ს შსს-ს გორის სამმართველოს შენობაში ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, ბუნებრივია გაგრძელდება გამოძიება, ჩატარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. რაც შეეხება სხვა დეტალებს მოგეხსენებათ, ბრალის წარდგენა სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა, საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია და ამიტომ დამატებით ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიათუ ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული კვარაცხელიას საქმის მასალებს არ გადმოგვცემენ, სტრასბურგში რუსეთის გარდა საქართველოსაც ვუჩივლებთ – მარიამ ჯიშკარიანი