“თუ „ოცნება“ გადაწყვეტს, რომ ცესკოს წევრებად გონგოს წარმომადგენლები დაგვინიშნოს, პოლიტიკური თანხმობა ვერ შედგება”

თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ ცესკოს წევრებად და თავმჯდომარედ გონგოს წარმომადგენლები დაგვინიშნოს, რა თქმა უნდა, ასეთი კანდიდატების ირგვლივ პოლიტიკური თანხმობა ვერ შედგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„არიან ადამიანები, რომლებსაც უმუშავიათ არჩევნებზე არა მხოლოდ საქართველოშ, არამედ მის ფარგლებს გარეთ, უმუშავიათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო მისიებში და ასევე საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ არჩევნებს. ასეთ ადამიანებს ვიცნობთ ყველა და მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებიც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიბუთხუზი: გუშინ ყველაფერი ქნეს გარდა ქრისტიანობის და ადამიანობისა
შემდეგი სტატიანაკაიძე დღვანდელ აქციაზე: გული მწყდება, რომ არ ვიმყოფები თბილისში