ნაკაიძე დღვანდელ აქციაზე: გული მწყდება, რომ არ ვიმყოფები თბილისში

“გული მწყდება, რომ არ ვიმყოფები თბილისში და ფიზიკურად ვერ შევძლებ დღეს 20:00 საათზე აქციაზე მოსვლას. ვფიქრობ, ეს აქცია არის გარდამტეხი იმ ძალადობისა და ფაშიზმის წინაღმდეგ ბრძოლაში, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, მრავალფეროვანი, დემოკრატიული, თანასწორობის პრინციპებით მცხოვრები მოქალაქეების ერთობა, და არა – თეოკრატიული, მოძალადე ბრბოთა და მათ წამხალისებელ პუტინისტურ ჯგუფების ერთობა, მოგიწოდებთ, რომ ერთად დავდგეთ და გავაპროტესტოთ ძალადობა, ამ ქვეყნის რუსეთიზაცია. დღეს, რუსთაველზე ვიცავთ თავისუფლებას, გამოდით, თავისუფლებისთვის!!!” – ამბობს პარლამენტის დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.

banner
წინა სტატიაში“თუ „ოცნება“ გადაწყვეტს, რომ ცესკოს წევრებად გონგოს წარმომადგენლები დაგვინიშნოს, პოლიტიკური თანხმობა ვერ შედგება”
შემდეგი სტატიაეუთო-ს წარმომადგენელი – შოკირებული ვარ ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმების გამო