თუ კი მოვუსმენთ ხალხს მივხდებით რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან უჭირს – გიგი წერეთელი

“თუ კი მოვუსმენთ ხალხს მივხდებით, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან უჭირს”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ბევრ თემას შეეხო პრეზიდენტი, ერთი კარგი რამ ითქვა, რომ ხელისუფლება უნდა უსმენდეს ხალხს. მე ნამდვილად არ მაქვს იმედი, რომ ეს ცარიელი ფლანგი იმას გვაჩვენებს, რომ ჩვენი მთავრობის წევრები წავიდნენ და ხალხს ესაუბრებიან. თუ კი მოვუსმენთ ხალხს, მივხდებით და ვნახავთ, რომ პრაქტიკულად უმეტესობას ჩვენი მოსახლეობის ძალიან უჭირს. ძალიან ბევრი რამ არის, რასაც ვერ აკეთებს ჩვენი მოსახლეობა სიღარიბის გამო და იმ არასწორი პოლიტიკის გამო რომელმაც მიგვიყვანა აქამდე,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში“ეს ქვეყანა ერთი კაცის საკუთრებად თქვენი მორჩილების გამო იქცა,”- აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას მიმართავს
შემდეგი სტატიაბაქრაძე: ქვეყანაში ფუნდამენტური პრობლემაა, რომ მთავრობა გვყავს, რომელიც ხალხის პრობლემებს ვერ ხედავს და არ აღიარებს