“ეს ქვეყანა ერთი კაცის საკუთრებად თქვენი მორჩილების გამო იქცა,”- აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას მიმართავს

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონებისთვის წევრი აკაკი ბობოხიძე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს და მათ ბიძინა ივანიშვილის მორჩილებაში სდებს ბრალს. განცხადება ბობოხიძემ ცოტა ხნის წინ პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

„თქვენი პრიორიტეტები კარგად ჩანს, თურმე ერთი კაცის მსახურებაა მთავარი და თურმე თქვენ პრეზიდენტ მარგველაშვილს სთავაზობდით ერთი კაცის მოსამსახურედ და არა ქვეყნის პრეზიდენტად,“- ასე მიმართა ხელისუფლებას ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონებისთვის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას.

ოპოზიციის წევრმა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც არაფორმალურ მმართველზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მის მიმართ.

„თქვენი პოლიტიკური წონა დამოკიდებულია იმ ერთი კაცის სურვილზე. ეს ქვეყანა ერთი კაცის საკუთრებად თქვენი მორჩილების გამო იქცა,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიგვაჩნია, რომ აშშ-ს მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება​ იყო დროული-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიათუ კი მოვუსმენთ ხალხს მივხდებით რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან უჭირს – გიგი წერეთელი