თუ გაგაჩნია ცოტა თავმოყვარეობაც უარყოფით მხარეებზე მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ხარ პოსტზე – არველაზე ქობულიაზე

გიორგი ქობულიას სკანდალურ განცხადებებს მმართველი გუნდის წევრების ნაწილი მკაცრად აკრიტიკებს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი განაწყენებულია და მისი სატელევიზიო ინტერვიუებიც ამას ცხადყოფს.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ვერც ქობულიას პარლამენტში მისვლის საჭიროებას ხედავს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე ამბობს, რომ ყოფილი მინისტრი ნაწყენია. არველაძე ქობულიას პროფესიონალიზმსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„თუ ხარ, გინდა შენი საქმის სპეციალისტი და ცოტა გაგაჩნია თავმოყვარეობაც, მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ხარ პოსტზე უარყოფით მხარეებზე. ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის განაწყენებული. მე არ მიმაჩნია, რომ მისი აქ მოსვლა რაიმე დადებითს მისცემს ქვეყანას, უარყოფითს შეიძლება,“ – განაცხადა არველაძემ.

არველაძის პოზიციას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” მდივანი, ნინო წილოსანი იზიარებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ქობულიას განცხადება, კომიტეტზე წარდგეს. წილოსანის თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ ყოფილი მინისტრი ჯერ თანაგუნდელებთან გაივლიდა კონსულტაციას.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს გეგმიურ სამედიცინო გამოკვლევებთან ერთად,უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ
შემდეგი სტატიაპანკისში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იმართება