ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს გეგმიურ სამედიცინო გამოკვლევებთან ერთად,უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ

 
ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს გეგმიურ სამედიცინო გამოკვლევებთან ერთად, უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ.
 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“  პროგრამის ფარგლებში ,ქალაქ ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები გაეწიათ.
 გარდა სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევებისა , 4-5 მაისს იძულებით გადაადგილებულ პირებს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.
 ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
banner
წინა სტატიაშითელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიათუ გაგაჩნია ცოტა თავმოყვარეობაც უარყოფით მხარეებზე მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ხარ პოსტზე – არველაზე ქობულიაზე