“თუ ეს არჩევნებზე გათვალეს, ალბათ, ნაადრევი იყო”

პოლიტოლოგი ხათუნა

პოლიტოლოგი ხათუნა„როგორც დიდწილად ჩანს, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების გამოძახილია“,– ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას პრემიერის თანამდებობის დატოვების თაობაზე.

„ერთია, მე როგორ ვხედავ ჩემს თავს და მეორეა, როგორ მაფასებს საზოგადოება. საზოგადოების განწყობები აისახება გამოკითხვების შედეგებში, 4 წელიწადში ერთხელ კი – არჩევნებში. არჩევნების წინ გამოკითხვები „ქართული ოცნებისთვის“ ისეთ კატასტროფულ შედეგებს აჩვენებდა, რომ გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. თუმცა დარჩენილი 9 თვეც ძალიან სერიოზული გამოწვევაა. ამ ფონზე დღეს პრემიერის შეცვლა პრაგმატულად რამდენად გამართლებული იყო… თუ ამას არჩევნებზე თვლიან, ჩემი აზრით, ეს ნაადრევი იყო. 9 თვეში ახალმა მთავრობამ ისეთი ხელშესახები შედეგი უნდა დადოს, რითაც შეძლებს საზოგადოების განწყობის შემოტრიალებას და ასეთი რამ დარჩენილ პერიოდში უბრალოდ წარმოუდგენელია” – აცხადებს ლადაზიძე

მისივე თქმით, “ღარიბაშვილის გადაყენების საკითხი არაერთხელ დაისვა, როდესაც მისი ნათესავები და ოჯახის წევრები მოხსნეს თანამდებობებიდან, თუმცა მაშინ ის გადარჩა”.

“როდესაც ლარის კურსი გაიქცა, მაშინაც გადარჩა. სულ ახლახანს, როდესაც დაუფიქრებელი განცხადებით საპატრიარქო სკანდალში გახვია, მაშინაც. ახლა, როდესაც მურუსიძის ძალიან მძიმე თემაა აქტუალური, კერძოდ, პარსკევს მოსამართლეების კენჭისყრაა დანიშნული და სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი წევრების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, აირჩენ ის მოსამართლეები. ამიტომაც იშვერდნენ ხელს ხელისუფლებისკენ, რომ მურუსიძე სჭირდებოდათ იმ ფუნქციით, რა ფუნქციითაც თავის დროზე სჭირდებოდათ „ნაციონალებს“ და ამაში ხელისუფლების ხელი ურევიაო. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოფილიყო ბოლო წვეთი და მიზეზიც გამხდარიყო“,– აცხადებს ლაგაზიძე

მისივე აზრით, “იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ქვეყნის რეალურ მმართველად სახელდება ბიძინა ივანიშვილი, ეს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის”.

“თუ მხოლოდ სახელის და გვარის ცვლილებასთან გვაქვს საქმე და ახალ პრემიერს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა კვლავ არ მიეცა, თუ კადრების შერჩევა ისევ ბრმა მორჩილების პრინციპს დაეფუძნა, ასეთ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ვერც ვერაფერს შეცვლის. საინტერესოა, ვინ იქნება კანდიდატი და რამდენად მიეცემა მას გადაწყვეტილებებში თავისუფლება“ – დასძინა მან.

წყარო:“აქცენტი”

banner
წინა სტატიაში“მოსვლის დღიდან ირაკლი ღარიბაშვილი არის წარსული,”- მურმან დუმბაძე
შემდეგი სტატიაქვეყანა შუა საუკუნეების ფეოდალური მეთოდებით იმართება