“მოსვლის დღიდან ირაკლი ღარიბაშვილი არის წარსული,”- მურმან დუმბაძე

ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დანერგილია „ქურდული“ პრინციპი-'ჩემს კაცს შენ ვერ შეეხები

murman_dumbadzeირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მურმან დუმბაძემ, შეაფასა.

„როცა პრემიერი თანამდებობაზე მოვიდა, მაშინაც ჩავთვალე, რომ ის არის წასული, იმიტომ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი მისი თანამდებობის მოსაპოვებლად საკუთარ წილს უნდა დებდეს, ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პრემიერმინისტრი, საქართველოს ჰყავს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილის სახით, ნაკლებად საინტერესოა ირაკლი ღარიბაშვილი, მოსვლის დღიდან ის არის წარსული, ვფიქრობ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობა განაჩენს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ კოალიცია ქართულ ოცნებას გამოუტანს,“- განაცხადა მურმან დუმბაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის განკარგულებით, მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა
შემდეგი სტატია“თუ ეს არჩევნებზე გათვალეს, ალბათ, ნაადრევი იყო”