’’თუ აშინებს პარლამენტის კედლები შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები ‘’ – ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებაზე

’’თუ აშინებს პარლამენტის კედლები შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები ‘’ – ამ განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, შს მინისტრ გიორგი გახარიას კომენტარს პასუხობს.

‘’ დღეს შს მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს ,ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტში და პარლამენტში მოსვლა მას, მინდა შევთავაზო ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას ,მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი.

გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა , ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ .

შს მინისტრმა “ევროპული საქართველოს” მოთხოვნის – მივიდეს გახარია პარლამენტში თქვა, რომ ის პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მივა. რაც შეეხება მოთხოვნას, გახარიამ განაცხადა -“თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები”.

banner
წინა სტატიაშიძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს – ჩუგოშვილი პანკისის მოვლენებზე
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ნაცი,ქოცი,შუაშისტი,შინაური და გარეული ერთხმად უტევს შს მინისტრს