ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს – ჩუგოშვილი პანკისის მოვლენებზე

არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

„ძალიან სამწუხარო იყო ის ესკალაცია, რომელიც ვნახეთ. ამ საკითხს რამდენიმე მხარე აქვს, ერთი რაც არის სრულიად ნათელი არის ის, რომ პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი და არავისთვის, არც ერთი არგუმენტით არ შეიძლება ეს გამართლებული იყოს. რაც შეეხება ჰესებს, მათი მშენებლობის საჭიროების შესახებ და რაც მთავარია იმის შესახებ, რომ მოსახლეობას ზიანი კი არა სარგებელი შეუძლიათ მოუტანონ, ამაზე მეტი კომუნიკაციაა ალბათ, საჭირო. ვინაიდან შეთანხმდნენ მხარეები, რომ ჰესების მშენებლობა გაგრძელდება მას შემდგომ, რაც ხეობის უდიდესს ნაწილს ექნება მხარდამჭერი პოზიცია, ვფიქრობ, განიმუხტება სიტუაცია და უკვე ასეცაა. რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიციელებზე თავდასხმა, მათი ქონების განადგურება, ჯანმრთელობის დაზიანება, ყოვლად დაუშვებელია და ამას არც ერთი არგუმენტით გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ძალის გადამატებაზე ოპოზიციის ბრალდებებს, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია.

“არ ყოფილა ძალის გადამეტება. ფიზიკურად იქ ყოფნა ძალის გადამეტება არ არის და მეორე, არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში 57 წლის მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატია’’თუ აშინებს პარლამენტის კედლები შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები ‘’ – ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებაზე