თსუ-ში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

როგორც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ თსუ-ს საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, 7 საარჩევო უბანზე 791 ამომრჩევლიდან ხმის მისაცემად 666 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 84,1 % – ს შეადგენს.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. ჯერ-ჯერობით უცნობია, არჩევნების შედეგები. რაც შეეხება დარღვევებს, ამაზე ინფორმაცია არ შემოსულა, არჩევმებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. პროცესი გამჭვირვალედ მიმდონარეობდა. ყველა ამომრჩეველს ჰქონდა უფლება თავისუფლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი არჩევანი დაფიქსირება“, – განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

არჩევნებში მონაწილეობა 33 კანდიდატმა მიიღო,ხმის მიცემის უფლება კი 726 აკადემიურ პერსონალსა და 65 სტუდენტს ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიეკა ზღულაძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიმართულება – ევროატლანტიკური ინტეგრაცია