თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები შიმშილობას აკადემიური საბჭოს ოთახში აგრძელებენ

news
ავტ.: news მარტი 15, 2016 17:32 განახლებულია

თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები შიმშილობას აკადემიური საბჭოს ოთახში აგრძელებენ

მნიშვნელოვანი

  • თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები აკადემიური საბჭოს ოთახში რჩებიან და შიმშილს აგრძელებენ. როგორც უნივერსიტეტის რექტორს და სტუდენტებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ლადო პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის აპირებს საკუთარ კაბინეტში მუშაობის გაგრძელებას, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები უკვე აღარ არიან.

სხვა სტატიები

თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები აკადემიური საბჭოს ოთახში რჩებიან და შიმშილს აგრძელებენ. როგორც უნივერსიტეტის რექტორს და სტუდენტებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ლადო პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის აპირებს საკუთარ კაბინეტში მუშაობის გაგრძელებას, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები უკვე აღარ არიან.

“ჩვენ ვიმსჯელეთ ბევრ საკითხზე, გარდა ერთისა – რექტორის გადაყენების საკითხისა. მე არ ვაპირებ გადადგომას. სტუდენტები რჩებიან აკადემიური საბჭოს ოთახში. მე მივეცი მათ პირობა, რომ მათზე რაიმე ზეწოლა დაცვის სამსახურის ან პოლციის მხრიდან არ განხორციელდება და მათ არავინ დაარბევს. მე ვაპირებ ჩემს კაბინეტში მუშაობის გაგრძელებას. აკადემიური საბჭოს ოთახს რაც შეეხება, საბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში დაგეგმილი არ არის და სტუდენტებს ხელი არ შეეშლება”, – განაცხადა პაპავამ.

უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, იგი დიალოგისა და კომუნიკაციის გაგრძელების მომხრეა. ამასთან, რექტორი მოუწოდებს უნივერსიტეტში შესულ პირებს, რომლებიც არ არიან თსუ-ს სტუდენტები და არც თანამშრომლები, პატივი სცენ თსუ-ს და დატოვონ ტერიტორია.

ამ დროისთვის სტუდენტებს დატოვებული აქვთ რექტორის კაბინეტი და აკადემიური საბჭოს ოთახში იმყოფებიან.

news
ავტ.: news მარტი 15, 2016 17:32 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics