ყველას მინდა მივულოცო, მიუხედავად ასეთი უხერხული და არაჯანმრთელი სიტუაციისა

ყველას მინდა მივულოცო, მიუხედავად ასეთი უხერხული და არაჯანმრთელი სიტუაციისა, – ამის შესახებ შპს “სტუდია მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ კრედიტორთა კრების დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც შპს “სტუდია მაესტროს” გაკოტრების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც მან საზოგადოების წინაშე აიღო.
რაც შეეხება ვალის გადახდის გეგმას, გაჩეჩილაძის თქმით, ამას მოკლე დრო სჭირდება.

“ვალის გადახდის გეგმას ძალიან მოკლე დრო სჭირდება, მაგრამ ამას ასევე სჭირდება ჯანმრთელი მდგომარეობა თვითონ შპს “სტუდია მაესტროში”. მდგომარეობა, რასაც “ემ ინვესტმენტი” აკეთებს არის ძალიან ავადმყოფური, გიჟური. მიმართული იქითკენ, რომ პირველ რიგში ზიანი მიადგეს ეთერს”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

შპს “სტუდია მაესტროს” გენერალური დირექტორის თქმით, ის სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

“პრაქტიკულად ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. გაგრძელდება კიდევ სარჩელები, რათა ნებაყოფლობით მოხდეს ჩემი მისვლა იმ კოლექტივთან, რომელიც არის შპს “სტუდია მაესტროს” კოლექტივი”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშიგანზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიათსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები შიმშილობას აკადემიური საბჭოს ოთახში აგრძელებენ