თქვენს შეკითხვებში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც არ გესმით და ვერ გაიგეთ – მითხარით, რა გავაკეთოთ, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ?

რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდით კმაყოფილები არ ვართ, კმაყოფილები რომ ვიყოთ, მაშინ, აქ რატომ ვიდგებოდით?!, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში გადასახადები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დაბალია, რასაც მსოფლიო ბანკის შეფასებაც ადასტურებს.

„რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილი. კმაყოფილები რომ ვიყოთ, მაშინ არანაირი ამბიცია არ გვექნებოდა. ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი(IMF) გვეუბნება, რომ ზრდა 5% იქნება და ეს შესანიშნავია, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ არა, 7% გვინდა. თუ 7%-ითაც არ ვართ კმაყოფილებით, მაშინ გვეუბნებიან, რომ დავსხდეთ და განვიხილოთ, მაგრამ კონკრეტული დისკუსია გვინდა და არა ის, რაც მე მოვისმინე აქ, თქვენს შეკითხვებში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც არ გესმით და ვერ გაიგეთ. მითხარით, რა გავაკეთოთ, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ? გადასახადები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გვაქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, დაბალი გადასახადებით ჩვენზე წინ არის 2 თუ 3 ქვეყანა. ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის?! აწყობილია, ქრთამი მივეცით და ისე დაწერეს?

რაც შეეხება რეგიონში სიტუაციას, მთავრობა რომ არ ყოფილიყო, რა ზრდაც გვქონდა იმაზე უარესად ვიქნებოდით. სომხეთი ჩავარდა და ვიქნებოდით, აზერბაიჯანისა და რუსეთის მსგავსად“ , -აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ოპოზიციას 2008-2009 წლები გაახსენა, როცა აგვისტოს ომის გამო ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შემცირდა. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენას აღნიშნული პერიოდის მსგავსად, გარემო ახდენს.

banner
წინა სტატიაშისამტრედიის რკინიგზის სადგურში საწარმოო შემთხვევისას ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიალაბორატორიულად H1N1 ვირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა – ერთი თვის მონაცემები