სამტრედიის რკინიგზის სადგურში საწარმოო შემთხვევისას ადამიანი დაიღუპა

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, დღეს, სადგურ სამტრედია I-ში, საწარმოო შემთხვევა მოხდა. მათი ცნობით, სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის გ.ს. გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ინსპექტორები მომხდარს ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ.

„შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს „საქართველოს რკინიგზა“ და სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი გამოავლინა. გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს. აგრეთვე, ძალაში შევიდა და ამოქმედდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის, უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში“, – აცხადებენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირში.

banner
წინა სტატიაში“გაჩიანის სასაფლაოზე მოწყობილ ნარკობაზრობას მაღალჩინოსნები აკითხავენ” – ადგილობრივებმა პარლამენტარი ამოიცნეს
შემდეგი სტატიათქვენს შეკითხვებში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც არ გესმით და ვერ გაიგეთ – მითხარით, რა გავაკეთოთ, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ?