თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 39 წლისთავს

თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 39 წლისთავს.
ჩვენ ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, თავისუფლებისაკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი თქვენი სულიერი წინამძღოლობით გაევლო. შინაგანი სრულქმნისა თუ ქვეყნის განვითარების გზაზე უზენაესი ფასეულობებისადმი ერთგულების, თანამოძმეთა სიყვარულისა და თავდადებული მსახურების გამო მისაბაძ მაგალითს წარმოადგენთ არა მხოლოდ მრევლის, არამედ ყველა ჩვენი მოქალაქისათვის.
გისურვებთ დღეგრძელობასა და უშრეტ ენერგიას ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

გიორგი მარგველაშვილი

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება
შემდეგი სტატიაილია მეორე საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის