“თქვენგან გავიგე, რომ ის 10 თვის განმავლობაში აქ იყო” – არჩილ თალაკვაძე ძებნილ ჯეკ შეპარდზე

საქართველოში მყოფი საერთაშორისო ძებნილის, ჯეკ შეფარდის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა. მისი თქმით, მან ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ ჯეკ შეპარდი 10 თვის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა. თალაკვაძე არ ეთენხმება ოპოზიციას, რომელიც ამ და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ჩამოშლილია:

“მე ვფიქრობ, ის განცხადება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ჩამოშლილია, როგორც მინიმუმ, წინააღმდეგობაში მოდის ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორთან. პირველი ის, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აქვს პირიქით, უსაფრთხო ქვეყნის შეფასება, საქართველოს აქვს მზარდი ტურიზმი, რაც ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა და მყარი პოზიციები საერთაშორისო ფორმატებში. შესაბამისად, როგორც თქვენ მეკითხებით უსაფრთხოების ჩამოშლაზე, ეს ყველაფერი არ მიუთითებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ადამიანს, მე თქვენგან გავიგე, რომ ის 10 თვის განმავლობაში აქ იყო და ელოდებოდა სამართალდამცველებს, როდის დააკავებდნენ მას. რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ შს სამინისტრომ სათანადო რეაგირება მოახდინა ცირკულარზე და ასევე ცნობილია, რომ საექსტრადიციო პროცედურები იყო დაწყებული.”-განაცხადა თალაკვაძე.

ჯეკ შეპარდი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, საქართველოში 10 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, ის სამართალდამცველებზე ადრე „კურიერმა“ იპოვა და ინტერვიუც ჩაწერა.

banner
წინა სტატიაში“გუნდის დაშლის ან ვინმეს გარიცხვის ნიშანწყალი აღარ არსებობს” – ნუკრი ქანთარია
შემდეგი სტატიაის, რა თქმა უნდა, თავის ჩანართებს აკეთებდა – ლევან გოგიჩაიშვილი ივანიშვილზე საუბრობს