“გუნდის დაშლის ან ვინმეს გარიცხვის ნიშანწყალი აღარ არსებობს” – ნუკრი ქანთარია

„პროცესი ძალიან ჯანსაღი და მგონი, რომ არის ძალიან კარგი,“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ქანთარია შეხვედრით კმაყოფილია და ამბობს, რომ ჯანსაღი და შინაარსიანი მსჯელობა გაიმართა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ხვალ გაგრძელდება.

„ერთი რამე უდავოა, მივიდეთ ერთ პოზიციაზე. გუნდის დაშლის ან ვინმეს გარიცხვის ნიშანწყალი აღარ არსებობს. ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით იმაში, რომ ისეთი მოსამართლეები გავიდნენ, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების ნდობას,“ – ამბობს ქანთარია.

“ქართული ოცნების” ოფისში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია- “მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის… კარგად უძღვებოდა სხდომას”
შემდეგი სტატია“თქვენგან გავიგე, რომ ის 10 თვის განმავლობაში აქ იყო” – არჩილ თალაკვაძე ძებნილ ჯეკ შეპარდზე