“თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დაუტოვეს ჩემზე გადმოსაცემად” – ფირცხალავა “ციანიდის საქმეზე”

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში მოხვდა. მისი თქმით, მას ციხეში მიუტანეს სასამართლოს სხდომის ოქმები და ამ ოქმებმა ციხის თანამშრომლების ხელში გაიარა. ფირცხალავას თქმით, პროკურორები არაუფლებამოსილ პირებს აძლევენ დახურულ ოქმებს, მაშინ, როცა ამ ოქმების გასაჯაროებისთვის დეკანოზის ადვოკატებს ედავებიან. ის აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში საქმის პროკურორი და გამომძიებელი მივიდნენ. მათ ციხის ადმინისტრაციაში სისხლის სამართლის საქმეები დატოვეს და მასალებს შორის იყო ე.წ. ციანიდის საქმის დაკითხვის ოქმიც.

„სასჯელაღსრულების თანამშრომლებს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დაუტოვეს ჩემზე გადმოსაცემად. დაუტოვეს ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები. დღეს მისი კოლეგები ადვოკატებს დაათრევენ იქით-აქეთ სასამართლოებში, თუ ვის გადასცეს და ა.შ.“ – აცხადებს ფირცხალავა.

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ფირცხალავას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროკურატურა ფირცხალავას ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ედავება.დაცვის მხარე კი, ძიების შეწყვეტას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არანაირი დანაშული ჩადენილი არ არის. ფირცხალავას დაკითხვა პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე აგენტობაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიაბიტურიენტებისთვის მათემატიკის გამოცდის დავალებები მარტივდება
შემდეგი სტატიაოთარ დანელია წინააღმდეგია, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ