ოთარ დანელია წინააღმდეგია, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია წინააღმდეგია, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ.

როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, აღნიშნული იდეის თაობაზე პრესიდან გაიგო.

„არ ვიცი, რეალურად წყარო რა იყო, მაგრამ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, რადგან ერთადერთი ბიოლოგიური მტერი, რომელიც ფაროსანას ჰყავს, იაპონური კრაზანაა, რომლის საქართველოს შემოყვანაც ეკოსისტემას დააზიანებს, ან რაღაცა ცვლილებას მოუტანს. ამიტომ ასეთ რისკებს ვერ გავწევთ, მით უმეტეს, საქართველოში მეფუტკრეობა მნიშვნელოვანი დარგია და სავარაუდოდ, ამას საფრთხეს შეუქმნის, თუმცა მეცნიერი არ ვარ და დასკვნას ვერ წარმოგიდგენთ. საერთო ჯამში, თანხები უნდა მოხმარდეს მასივების დამუშავებას, რადგან როგორც კი დათბება, ფაროსანას ველზე გამოსვლა დაიწყება და პრევენცია უნდა მოვახდინოთ, რომ ლიკვიდაცია ადგილზე მოხდეს”, – განაცხადა დანელიამ.

banner
წინა სტატიაში“თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დაუტოვეს ჩემზე გადმოსაცემად” – ფირცხალავა “ციანიდის საქმეზე”
შემდეგი სტატია,,კახა კალაძეს აშკარად თბილისის მერობაზე მეტი ამბიცია აქვს”- ხუხაშვილი ,,ოცნების” შიგნით დაპირისპირებაზე საუბრობს