თქვენ სინამდვილეში გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც აქვს მედიას – პაპუაშვილი

„ძვირფასო ჟურნალისტებო, ის ლოჟა, სადაც თქვენ იმყოფებით, ეს არის ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟა იმისთვის, რომ განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა – სინამდვილეში თქვენ ამით გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მედიაშია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულს სხდომაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, მედიის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი. ახლა სწორედ ამით ხართ დაკავებული, რომ ქმნით ახალ ამბავს და არა აშუქებთ ახალ ამბავს. თქვენ ამ შემთხვევაში ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებით, რომლისთვისაც ეს არის გამოყოფილი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ნებისმიერი ტიპის საქონელი რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს
შემდეგი სტატიაუკრაინას არ სურს რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი, თუმცა არსებობს საკითხები, რომელთა განხილვაც საჭიროა პუტინთან – ზელენსკი