უკრაინას არ სურს რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი, თუმცა არსებობს საკითხები, რომელთა განხილვაც საჭიროა პუტინთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ სურს რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი, მაგრამ მიაჩნია, რომ ომის დასრულებისთვის ეს სავარაუდოდ საჭირო იქნება.

ამის შესახებ მან ინდონეზიურ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვაც საჭიროა რუსეთის პრეზიდენტთან. მე არ გეუბნებით, რომ ჩვენი ხალხი მზად არის მასთან საუბრისთვის, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. რა გვინდა ამ შეხვედრისგან… ჩვენი ცხოვრების დაბრუნება გვინდა. გვინდა, დავიბრუნოთ სუვერენული ქვეყნის ცხოვრება საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშითქვენ სინამდვილეში გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც აქვს მედიას – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 235 აღწევს