თქვენ მითხარით რა გავაკეთოთ? სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს თავს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ თუ რა გავაკეთოთ?! – კობახიძე უკრაინის დახმარებაზე

“ჩამოწერონ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ…
თქვენ მითხარით დამატებით რა გავაკეთოთ? სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს თავს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ თუ რა გავაკეთოთ?!

ჩვენ ვიყავით თანაავტორები გაეროს რეზოლუცია როცა დაინიცირდა, ჰააგის საჩივარზე ვიყავით მხარდამჭერი, მოლდოვამ ვერ გაბედა რაღაცეები გასაგები მიზეზების გამო, ევროსაბჭოდან სტატუსის შეჩერებას მხარი დავუჭირეთ, ეუთოში რეზოლუციას მხარი დავიჭირეთ, სადაც კი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მისაღები, მხარი დავუჭირეთ… პასუხი არა გაქვთ, გამოდის რომ ყველაფერი გაგვიკეთებია ” – უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, უკრაინის დახმარების თემის კომენტირებისას. “ოცნება” თვლის, რომ ომში მყოფ ქვეყანას ყველანაირად დაეხმარა.

banner
წინა სტატიაშიForbes – რუსეთს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული – რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს, მოლდოვის და იაპონიის ნაწილიც
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – კობახიძე ტყუილების რახარუხს მიეჩვია