გიორგი ვაშაძე – კობახიძე ტყუილების რახარუხს მიეჩვია

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, დაასახელოს ვინ აწარმოებს ოპოზიციიდან „ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას”.

როგორც გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ პრესკონფერენციებზე ტყუილების რახარუხს მიეჩვია ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

“გუშინ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას დააბრალა გარკვეული ქმედება. ირაკლი კობახიძის ციტატა იყო: „გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბიენტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ”.

მინდა, მას ვუთხრა, კონკრეტულად დაასახელოს იმ დეპუტატის, თუ ოპოზიციონერის სახელი და გვარი, ვინც დადის. რაც მთავარია, მოიტანეთ ამ ბრალდებების მტკიცებულებები.

ირაკლი კობახიძე და მთლიანად „ქართული ოცნება“ პრესკონფერენციებზე ტყუილების რახარუხს მიეჩვია ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. თუ „ქართულ ოცნებას“ ამის მტკიცებულება არ გაგაჩნია, თუ ამის მტკიცებულებას დღეს არ მოიტანს ირაკლი კობახიძე, მისგან მოვითხოვ, რომ საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ყველა ოპოზიციონერს!

არ შეიძლება ქვეყანას მმართავდეს პოლიტიკური ძალა, რომლის თავმჯდომარე მუდმივად ახდენს ტყუილების დაბრალებას და პროპაგანდას“, – აღნიშნავს ვაშაძე.

წინა სტატიაშითქვენ მითხარით რა გავაკეთოთ? სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს თავს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ თუ რა გავაკეთოთ?! – კობახიძე უკრაინის დახმარებაზე
შემდეგი სტატიასამნიძე – ის ომი, რომელიც ქვეყნაშია, ყურადღების მიღმა რჩება ყველას – ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ