თქვენ მიეცით ალფეევს იმის უფლება ასეთი ტონით ესაუბროს ქართველ ხალხს და თქვენ დააკნინეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც

ალფეევის ამ განცხადების შემდეგ, კიდევ ვინმე აყენებს ეჭვის ქვეშ, ჩემს მიერ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ დიახაც, ალფეევის მოთხოვნით (!) დაინიშნა მოსაყდრედ მეუფე შიო? ეს განცხადება თავისი უტიფრობით, თავხედობით მიმართულია არა ყოვლადუტავმოყვარეო საპატრიარქოს მიმართ, რომელიც უდიდეს გავლენას ფლობს სახლმწიფოში და ახლა ძალაუფლებისთვის იბრძვის, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს, რადგან გახლავთ რუსეთის ნების გამტარებელი ყველაზე საშიში ინსტიტუცია საქართველოში, არამედ – ეს არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მცდელობა. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს საპატრიარქო და არა ეკლესია, არის რუსეთის ნების აღმსრულებელი, ისინი იტანენ გავერანებულ ეკლესიებს და სიწმინდეებს აფხაზეთში, ისინი იტანენ პატრიარქისთვის შეკვეცილ ტიტულს და ისინი არიან საქართველოში რუსეთის ნეოიპმერიალიტიური პოლიტიკის გამტარებელი უმთავრესი იდეოლოგიური დასაყრდენი. ახლა, საპატრიარქო ცდილობს “სიბრძნით” შეფუთოს თავისი გადაწყვეტილებები და წმინდა სინოდი აქციოს 21-ე საუკუნის “შულავერის კომიტეტად”, რადგან მათთვის იუნკერების გმირობის შესახებ ვგონებ არც არაფერია ცნობილი, და არც სხვა წმინდანების გმირობის მაგალითები და მოტივი აქვთ გააზრებული.
ამ ვითარებაში ქართველი ხალხის ნებაა გადაწყვიტოს სჭირდება მას ასეთი, ოკუპანტის მონა-მორჩილი ეკლესიის მსახურნი თუ არა. ქართველი ხალხის გადსასაწყვეტია ჩააბარონ აღსარება იმ ადამიანებს თუ არა, რომლებიც მათზე კომპრომატებს აგროვებენ. ენდონ თუ არა იმ ინსტიტუციას, რომელიც სრულად არის აცდენილი გრიგილ ხანძთელია გზას და “გუნდიაევების” და დუგინის გზით მიჰყავს ისინი და ქართული სახელმწიფოც რუსეთის შემადგენლობაში. მით უფრო ახლა, გაუთავებელი ვადით და ე.წ. “სალდატსკი პრიჩინით” უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის განხილვის გადადება არის, არა სიბრძნე, არამედ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატი.
და ბოლოს, საქართველოს საპატრიარქოს მდივნებო, მმართველებო, მოხელეებო (ნუ გააკეთებთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას საქართველოს მართლამადიდებელ ეკლესიასთან, თქვენ უდიდეს ზიანს აყენებთ ამ მილიონობით ადამიანშეწირულ ინსტიტუციას და მასთან იდენტიფიცირების ღირსნი არ ხართ) ყველას იმას უბედავენ რისი ღირსიც არის და რასაც ისახურებს. თქვენ მიეცით ალფეევს იმის უფლება ასეთი ტონით ესაუბროს ქართველ ხალხს და თქვენ დააკნინეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც და ქართული სახელმწიფოც. თქვენი პოლიტიკის, თქვენი რუსული ინტერესების მსახურების გამო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის ისტორიას, ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენეს. რა გაქვთ ასეთი მიქარული, რა სიხარბეებს ვერ სძლიეთ, რითი გაშანტაჟებენ ასე, რომ ვერ შესძელით განდგომოდით ეშმაკს და დამგდარიყავით ქრისტეს გზაზე?- წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშისერგო ვარდოსანიძე ილარიონ ალფეევს პასუხობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელიას პირადი კადრების გავრცელება -დაკავებულია 16 პირი