თორნიკე რიჟვაძე – აჭარის რეგიონის მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში რთული მდგომარეობის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს და უახლოეს პერიოდში რეგიონში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

რაც შეეხება უკვე მოქმედ შეზღუდვებს, მისი შეფასებით, ეს არის დროებითი, რაც ჯანდაცვის სექტორს სიტუაციის კონტროლში ეხმარება.

„ეს დროებითი შუალედური შემზღუდავი ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ მოვახდინოთ ვითარების დასტაბილურება, შევინარჩუნოთ კონტროლი, რაც მოგვცემს საშუალებას, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ დავასტაბილუროთ მდგომარეობა. ის, რომ გაზრდილი იყო პაციენტების ნაკადი, როგორც ჰოსპიტალებში, ისე სასტუმროებში და საოჯახო კლინიკებში, სადაც უკვე 500-ზე მეტი ადამიანი გადის მკურნალობას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს როგორც ხარისხის კუთხით მონიტორინგს, ასევე კონტროლის შენარჩუნებას და დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არის დროებითი და შუალედური, შეგვაძლებინებს, მაქსიმალურად მალე დავასტაბილუროთ ეპიდმდგომარეობა. თუმცა, მინდა, განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არანაირად არ აქვს არც ერთ ბათუმელს, რეგიონის მცხოვრებელს. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ გავუმკლავდეთ მზარდ ნაკადებს და ყველა საჭიროების მქონე პაციენტი არ დარჩეს სამედიცინო სერვისის გარეშე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი გადასცა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით, სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში საერთო პირობაა