თორდია ფარცხალაძეს პასუხობს

საქართველოს მთავარი აუდიტორი, ლაშა თორდია, ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებას პასუხობს.
ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მთავარი აუდიტორი მის მიმართ წარმოებულ ბინძურ PR კამპანიაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ლაშა თორდია ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ფარცხალაძე ბრალს თორდიას სდებს და ამბობს, რომ მომხდარი მის მიერ იყო პროვოცირებული.

ქვეყნის მთავარმა აუდიტორმა ოთარ ფარცხალაძეს ,,პოსტსკრიპტუმის“ ეთერში უპასუხა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ნარკოლოგიური ტესტის გავლა შესთავაზა.

„2-დღიანი ფიქრის შემდგომ ბატონმა ოთარმა დაისახა სტრატეგია, რომ გამომაცხადოს პათოლოგად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. საზოგადოებას ჩემი სიმთვრალით შეწუხებული თუ არის, შეუძლია თქვას. გასაგებია ამ ადამიანის პოზიცია, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი უარვყოთ, ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო პარასკევს. მე თუ პათოლოგი ვარ საზოგადოებისთვის ცნობილი, ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, თუ რისკენ აქვს მიდრეკილება ბატონ ოთარს, ეს არის ნარკოტიკები და მისი სახის გამომეტყველებას ელ ცენტროში ადასტურებდა ამ ფაქტს,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.

მთავარი აუდტორი აცხადებს, რომ პროკურატურა და ფარცხალაძე კონსულტაციების ერთმანეთთან გადიან და ცდილობენ ,,სიტუაციიდან გამოძვრნენ“.

,,ამას უკვე ვატყობ, პირველი ნიშანი არის სწორედ ეს განცხადება, სადაც პათოლოგობაზე აკეთებენ მინიშნებებს“ – აცხადებს ლაშა თორდია და ითხოვს, რომ 12 მაისს, მასზე მომხდარი თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნონ.

banner
წინა სტატიაშიევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს
შემდეგი სტატიანაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი ქონება-საქალაქო სასმართლო საქმის განხილვას იწყებს