ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 7 მაისს ევროპის ჩემპიონი გახდა. დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიევროვიზიაზე შიშველი მამაკაცი უკრაინელი ჟურნალისტი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიათორდია ფარცხალაძეს პასუხობს