“თმების მოქაჩვით გამომათრია ოთახიდან,” – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში – ცესკოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაერთიანებული ოპოზიციიდან კომისიის წევრს გაუსწორდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. თეონა ჭალიძის მტკიცებით, ჰასმიკ მარაგოზიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც მან უბნის შემაჯამებელი ოქმის ნახვა მოითხოვა.

მომხდარის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის კიდევ ერთი წევრი, მეგი გოცირიძეც დაუპირისპირდა და მას გადამალული ბიულეტინების დაბრუნება მოსთხოვა.

„მე კომისიის წევრი ვარ ამ ოლქის, შესაბამისად, სრული უფლება მქონდა იმისიც, რომ ამავე ოთახში მენახა ეს შემაჯამებელი ოქმი, მაგრამ ამის საშუალება არ მომცა, ხოლო შემდეგ მიმითითა, რომ გავსულიყავი მის ე.წ. კაბინეტში და იქიდან თმების მოქაჩვით გამომათრია ოთახიდან და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული პირველ ჯერზე როდესაც მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა,“ – განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” გამგეობის წევრმა, თეონა ჭალიძემ.

banner
წინა სტატიაშისაზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – 38,66 %, გრიგოლ ვაშაძე – 37,70 – ცესკო ამ დროისთვის არსებულ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს