თითოეულმა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, თუ რა ვითარებაშია დღეს ქვეყანა და რისთვის არის ეს ბრძოლა – წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის თქმით, დღეს ყველას სურს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება, თუმცა ამას აქვს თავისი პირობები, რომლებიც არ არის შესრულებული.
წერეთელმა აღნიშნა, რომ თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტში შევიდეს, თუმცა როგორც წერეთელმა განაცხადა, თითოეულმა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, თუ რა ვითარებაშია დღეს ქვეყანა და რატომ შეიქმნა ეს კრიზისი.
„როდესაც ასეთი კრიზისია და აზრები გაყოფილია, პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება ყველამ თქვა, რომ ყველას უნდა. თუმცა ამ „უნდას“ აქვს თავისი პირობები, რომლებიც არ არის შესრულებული და მთელი ეს პროცესი ამ არჩევნებს თან სდევდა.
თეორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არიან ადამიანები, პოლიტიკოსები, დარწმუნებული ვარ ვაჭრობაც იქნება, ზეწოლაც იქნება, ბევრი სხვა თხოვნაც სხვადასხვა მხირდან და დამუნეთებაც, მაგრამ თითოეულმა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, თუ რა ვითარებაშია დღეს ქვეყანა და რისთვის არის ეს ბრძოლა და რატომ შეიქმნა ეს კრიზისი. გვინდა ჩვენ ასე გავაგრძელოთ მომავალშიც, თუ სადღაც რაღაცას წერტილი უნდა დავუსვათ. ამ წერტილის დასმას კი სჭირდება ძალიან სერიოზული პრინციპულობა.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, თავისუფლად შეუძლია, გრიპზე აიცრას
შემდეგი სტატიათუ პირველ ორ პუნქტზე არ იქნა პროგრესი, პარლამენტში არ შევდივართ. მარტივია ჩვენთვის – ევროპული საქართველოსთვის – კაპანაძე