ამირან გამყრელიძე : ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, თავისუფლად შეუძლია, გრიპზე აიცრას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი და გრიპის ვირუსი ორივე რესპირაციული ჯგუფის, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებული ვირუსებია.

გამყრელიძის თქმით, ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, შესაძლოა, ასევე გრიპის ვირუსი შეხვდეს.

ამიტომ, ამირან გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს თავდაცვით ღონისძიებებზე და ამბობს, რომ ადამიანმა, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, თავისუფლად შეუძლია ჩაიტაროს გრიპის საწინაღმდეგო აცრა.

„გრიპის ვირუსი სხვა არის და კორონავირუსი სულ სხვა. ამიტომ კორონავირუს გადატანილს შეიძლება ასევე შეხვდეს გრიპის ვირუსი, აუცილებელია თავდაცვითი ღონისძიებები. კორონავირუსულ ინფექციაგადატანილ ადამიანს თავისუფლად შეუძლია ჩაიტაროს გრიპის საწინაღმდეგო აცრა, ანუ კორონავირუსი გრიპის საწინააღმდეგოდ თქვენ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : პირველად ამ სეზონზე საქართველოში უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც
შემდეგი სტატიათითოეულმა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, თუ რა ვითარებაშია დღეს ქვეყანა და რისთვის არის ეს ბრძოლა – წერეთელი