თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

xidasheli-ofishiსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საუბრების ჩანაწერებმა და მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა, სხვა პოლიტიკური ამბები გადაფარა. უფრო სწორად, ამ ორი მოვლენისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ყველაფერმა სხვამ თითქოს აზრი დაკარგა. აი, მაგალითად, დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა არ გამოუწვევია საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს. არადა, როგორც „თაიმერს“ კულუარებში უთხრეს, ეს შუალედური არჩევნები მთავრობაში დიდი „პერეტრუბაციების“ მიზეზი გახდება. სხვათა შორის, „თაიმერმა“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ თვენახევრის წინ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ საგარეჯოს არჩევნები „ოცნებაში“ ახალი განხეთქილების დასაწყისი გახდებოდა.

ჩვენი წყარო კვლავ ამ აზრზეა. უფრო მეტიც, ფარული რესპოდენტი ლამის ასპროცენტიანი გარანტიით ამბობს, რომ ნოემბერში სამთავრობო გუნდში დიდი ამბები მოხდება.

– მეტ-ნაკლებად კარგად მიცნობთ და იცით, რომ თუ უტყუარი ინფორმაცია არ მაქვს, ისე არაფერს გეტყვით, – ასე დაიწყო „თაიმერთან“ საუბარი რესპოდენტმა, რომელიც თავის ვინაობას, ტრადიციულად, არ ასახელებს, – ახლაც იმიტომ დაგიკავშირდით, რომ ვიცი, ჟურნალისტებს ექსკლუზივები გიყვართ და ვინაიდან პატივს გცემთ და თქვენს საიტსაც ვენდობი, მინდა, ეს ინფორმაცია პირველმა თქვენ გაავრეცლოთ.

– ასეთი რა ინფორმაციაა? ახლა, არ თქვათ, რომ თქვენც ვინმეს ფარული ჩანაწერები გაქვთ და მაგის გამოქვეყნება გინდათ…

– ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს ლოგინის ამბებით დავინტერესდე. უბრალოდ, რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება, ჩათვალოთ, რომ ამასი სიახლე არაფერი არ არის, მაგრამ დამიჯერეთ, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

– ასეთი რა იცით, აღარ იტყვით?

– იმაზე მეტი რა უნდა ვიცოდე, რომ თინა ხიდაშელი ამ თვეში თანამდებობას დატოვებს, თუმცა უსამსახუროდ ნამდვილად არ დარჩება და საგარეო უწყებას ჩაუდგება სათავეში. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ამჟამად ხელმძღვანელობს, ის ძველ საქმიანოაბს, ანუ ბიზნეს დაუბრუნდება და, როგორც გავიგე, „ქართუ ბანკში“ გააგრძელებს მოღვაწეობს.

– ის, რომ თინა ხიდაშელი საგარეო საქმეთა მომავალი მინისტრია, ადრეც ითქვა, ანუ თქვენი ინფორმაცია ექსკლუზიური ნამდვილად არ არის.

– ვიცი, რომ ახალს არაფერს გეუბნებით, მაგრამ ადრე ამ თემაზე გაკვრით იყო ნაქვამი. ახლა კი, გადაწყვეტილია, რომ თინა თავდაცვიდან საგარეო უწყებაში გადავა.

– ამ ცვლილებების მიზეზი საგარეჯოს არჩევნები და ის ბრადებებია, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ ხიდაშელს უყენებს?

– მთლად ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ „ოცნება“ ხვდება, რომ საქმე არც ისე კარგად აქვს, ამიტომ ზედმეტი ხმაური არ აწყობს, თან ვარშავის სამიტის წინ, ისეთი იმიჯი უნდა შეიქმნას, რომ ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე პროდასავლურია. გიორგი კვირიაკშვილის ევროატლანტიკურ ღირებულებებში ეჭვის სეტანა მე კი არა, არავის შეუძლია, მაგრამ თინა მაინც „მძიმეწონიანი“ პოლიტიკოსია. საერთაშოიროს საზოგადოებაც მეტ-ნაკლებად იცნობს და ამიტომ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული.

სამაგიეროდ, თავდაცვაში არ გვექნება საქმე კარგად.

– რატომ?

– არ მინდა, დავიჯერო, რომ თინა ხიდაშელს იმ ადამიანით ჩაანაცველებენ, ვისზეც კულუარებში ერთი-ორმა იცის.

– ეს ადამიანი ვინ არის?

– სახელს და გვარს არ გეტყვით, თუმცა ვიცი… სამაგიეროდ, მიგანიშნებთ, ამ პერსონას ერთ-ერთ საჯარო სამსახურში დღესაც მაღალი თანამდებობა უკავია. იმასაც გეტყვით, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის არც ისე პატარა გამოცდილება აქვს.

– ამ ინკოგნიტო ადამიანის თავდაცვის მინისტრად სავარაუდო დანიშვნა რატომ არ მოგწონთ?

– იმიტომ, რომ მას გარკვეული შეხება, თავის დროზე, რუსეთთან ქონდა. ასეთი ადამიანისთვის თავდაცვის სამინისტროს პირველ პირად დანიშვნას კი ჩვენი დასავლეთელი მეგობრები სხვა თვალით შეხედავენ.

ამ მოსალოდნელი საკადრო ცვლილების გარდა, „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც სამხედროების გარკვეულ კატეგორიაზე გავლენა აქვს, ამჟამად უკრაინაში იმყოფება, თუმცა ვერ დააკონკრეტა, სამხედროების „რუხი კარდინალის“ უკრაინული ვიზიტის მიზანი რა არის.

„თაიმერი“ შეეცადა, წყაროს მიერ მოწოდებული არაოფიციალური ინფორმაცია გადაემოწმებინა, მაგრამ ამ თემაზე ღიად არავინ ისაუბრა. სამაგიეროდ, კულუარებში არაპირდაპირ დაგვიდასტურეს, რომ სამთავრობო კარუსელი მართლაც იგეგმება, თუმცა არავინ დააკონკრეტა, ამ კარუსელს მხოლოდ თავდაცვის უწყების პირველი პირის შეცვლა მოყვება თუ სხვა უწყების მინისტრებიც გამოიცვლებიან.

 

banner
წინა სტატიაშირუსმა მომღერალმა BMW-ს ცეცხლი წაუკიდა და ,,LADA,,-ს ყიდვისკენ მოუწოდა თანამემამულეებს…
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე გიგა ბოკერიას პასუხობს