რუსმა მომღერალმა BMW-ს ცეცხლი წაუკიდა და ,,LADA,,-ს ყიდვისკენ მოუწოდა თანამემამულეებს…

LADA-Kalinaსანკტ პეტერბურგელმა მომღერალმა, ჯგუფი ,,ლენინგრადის,, ყოფილმა სოლისტმა სტას ბარეცკიმ, საკუთარ BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა და თანამემამულეებს სამაულო ავტომობილების ყიდვისკენ მოუწოდა…

3 ნოემბერს სტას ბარეცკი თავისი  შავი BMW-თი პეტერბურგის სანაპიროზე  მივიდა… მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ბიდონიდან ბენზინი გადაასხა მას და ცეცხლი წაუკია… ,,ჩვენ სანქციებით ვერ შეგვაჩერებენ! ჩვენ თვითონ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ!,, განაცხადა ბარეცკიმ, რომელმაც ადრე სამამულო წარმოების მხარდაჭერის მიზნით, ამერიკული ,,iPhone,,-ს მარკის ტელეფონი დაამსხვრია.

სტას ბარეცკი, რომელიც ბევრი რუსის აზრით სიმღერის ნაცვლად ,,ხარივით ბღავის,, იმხელა გაბარიტების ადამიანია, რომ ძნელად დასაჯერებელია რუსულ ,,ლადა კალინაში,, ან ,,ნივაში,, ჩაეტიოს.

www.timer.ge

/იხილეთ 2 ვიდეო/

ბერეცკის აქცია

სტას ბერეცკი ,,Королева,,

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე:”ეს არის რუსთავი 2-ის გამარჯვება, ხელისუფლება არის გაბითურებული”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?