თინა ხიდაშელი: სასამართლომ ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენი და ფორმული პროცედურით თავიდან აიცილა ხანგრძლივი პატიმრობა

კარგია რომ კაბელების საქმის ბრალდებულები საპატიმროს 2 თვეში დატოვებენ!
ცუდია
(1) სასამართლომ ნამუსი მოწმინდა პროკურატურას. ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენი და ფორმული პროცედურით თავიდან აიცილა ხანგრძლივი პატიმრობა;
(2) სასამართლომ კიდევ ერთელ უარი თქვა კანონის დაცვაზე. 332-ე მუხლისთვის აუცილებელი, სავალდებულო პირობაა “თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად”. ამ უმთავრესი პირობის დადასტურება ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო სასამართლომ. მიუხედავად ამის, მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
(3) მითვისებას და გაფლანგვას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით თუ შეცვლი ეს არ შველის მოსამართლეს იმ შემთხვევაში თუ გამორჩენა არ არის დადასტურებული. მაინც სჭირდება ამის უტყუარად დამტკიცება ბრალდებას
(4) არადა როგორ ჭირდება ჩვენს სასამართლოს მცირედი გამბედაობა, რომ თავი დაიმკვიდროს, წელში გაიმართოს, ფუნქცია შეასრულოს.
სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო–წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირა. საპატიმროს ისინი 2 თვეში დატოვებენ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

 

banner
წინა სტატიაში„გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულების ასლი სამინისტროში დაცული არ არის
შემდეგი სტატიადღევანდელი ხელისუფლების პირობებში არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო არ გაგვაჩნია