თინა ხიდაშელი: მივიღებთ სამ დეცენტრალიზებულ სისტემას ქვეყნის მასშტაბით

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებში სამი დეცენტრალიზებული ცენტრის შექმნაზე ისაუბრა.

როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, დეცენტრალიზებული ჯარი, შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი რეფორმა იქნება.

„საქართველო უნდა იყოს ისეთივე მზადყოფნაში, უნდა არსებობდეს ისეთივე ცენტრები, როგორც დედაქალაქში, რათა ამ თვალსაზრისით არ შეიქმნას რაიმე პრობლემა და არ გახდეს შეუძლებელი ქვეყანაში არსებული რესურსების ამოქმედება“ – განაცხადა ხიდაშელმა.

მინისტრის თქმით ჯარში დეცენტრალიზაციის კომპონენტის შემოტანის მნიშვნელობა, 2008 წლის საფრთხეების ანალიზმაც აჩვენა.

„2008 წლის საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის ანალიზს სამინისტროში სისტემატურად კეთდება, უმნიშვნელოვანესია დეცენტრალიზაციის კომპონენტის შემოტანა ჯარში. თუკი შეიარაღებული თავდასხმის პირობებში ქვეყანა შუაზე გაიყო, დასავლეთ საქართველო უნდა იყოს ისეთივე მზადყოფნაში, უნდა არსებობდეს ისეთივე ცენტრები, როგორც დედაქალაქში, რათა ამ თვალსაზრისით არ შეიქმნას რაიმე პრობლემა და არ გახდეს შეუძლებელი ქვეყანაში არსებული რესურსების ამოქმედება. სწორედ სამ ცენტრში მოიყრის თავს ყველა პარტარ-პატარა ბაზა. გამოდის, რეალურად მივიღებთ სამ დეცენტრალიზებულ სისტემას ქვეყნის მასშტაბით, რომელიც არ იქნება თბილისში ერთ სარდლობაზე დამოკიდებული”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: ჩემი პრეტენზიები ამ საკითხის ირგვლივ უკან მიმაქვს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს