თინა ხიდაშელი: მარტო გირგვლიანის მკვლელობამ არ დაანგრია ეს სისტემა, ის დაანგრია ირინა ენუქიძის გმირობამ

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ესწრებოდა.

როგორც ცერემონიის დასრულების შემდეგ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მადლობელია პრეზიდენტის, რომელმაც ირინა ენუქიძის ღვაწლი დააფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს. როცა ხელისუფლებაში მოვედით, პირველი ოფიციალური განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაკეთდა, იყო სწორედ ირინა ენუქიძის ღვაწლის დაფასება. ეს არ სჭირდება მხოლოდ მის ოჯახს, ეს სჭირდება საქართველოს. ამბავი, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა უმძიმესი მდგომარეობიდან, არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი და კადრს მიღმა. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. მარტო გირგვლიანის მკვლელობამ არ დაანგრია ეს სისტემა, სისტემა დაანგრია ირინა ენუქიძის გმირობამ. თუ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობს დედა, რომელმაც გადაარჩინა ძალიან ბევრი სხვა შვილები, ალბათ ესენი არიან ია მეტრეველი და ირინა ენუქიძე. სამწუხაროდ, ირინა აღარ არის დღეს ჩვენთან და განსაკუთრებით მძიმეა მასზე საუბარი. აღარასდროს უნდა დაგვემართოს ის, რასაც შეეწირა სანდრო – განუკითხაობას, სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიგურამ გირგვლიანი: მინდა მივმართო ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის არჩევა
შემდეგი სტატიამოგვეცით საშუალება ლუკმა-პურის ფული ვიშოვოთ – გარემოვაჭრეები თბილისის ნაძვის ხესთან ვაჭრობის უფლებას ითხოვენ