გურამ გირგვლიანი: მინდა მივმართო ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის არჩევა

სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი საქართველოს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ არ მოხდეს ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელმეორედ არჩევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამ გირგვლიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ისევ ხდება უსამართლობა და მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ უნდა ინიშნებოდენნ.
“ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა ლევან მურუსიძე, რომელიც ასე უსინდისოდ და უთავმოყვარეოდ, ხელმეორედ ირჩევს თავს მოსამართლედ. მინდა მივმართო ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის არჩევა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა გირგვლიანმა
მისივე თქმით, მურუსიძეს მხარდამჭერები ჰყავს ხელისუფლებაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების სახით, რომლებიც ცდილობენ მურუსიძის მოსამართლედ არჩევას. გარდა ამისა, გურამ გირგვლიანი მოითხოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში დამნაშვეების დასჯას.
“უნდა დაისაჯონ ის ადამიანები ვინც შარდენ ბარში ისხდნენ იმ მაგიდასთან, საიდანაც მოხდა მკვლელობის დაკვეთა. საუბარია მაღალჩინოსნებზე, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცოლზე, რომლისგანაც უშუალოდ იყო დაკვეთა. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ”, – განაცხადა გირგვლიანმა.
მისივე თქმით, ირინა ენუქიძემ დაიწყო ბრძოლა და იბრძოდა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც 9 წლის განმავლობაში მმართვადა ქვეყანას.
“იმ ხელისუფლებას უბედურებისა და სიკვდილის მეტი არაფერი შეუტანია ყველა ჩვენგანის ოჯახში. ირინა ენუქიძემ დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ასეთი სავალალო შედეგის წინაშე დაგვაყენა”, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

banner
წინა სტატიაში“როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდას იყენებენ” – ნუკრი ქანთარია ალეკო ელისაშვილზე
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: მარტო გირგვლიანის მკვლელობამ არ დაანგრია ეს სისტემა, ის დაანგრია ირინა ენუქიძის გმირობამ