თინა ხიდაშელი: კონკრეტული კითხვები მაქვს ფიქრია ჩიხრაძესთან, როგორც თავდაცვის მინისტრს მთავარსარდლის მრჩეველთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს, ფიქრია ჩიხრაძეს კითხვებით მიმართავს.
ხიდაშელი Facebook-ში, საკუთარ გვერდზე პრეზიდეტნტის მრჩევლის მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოშიმშილე “პატრიოტთა ალიანსის” წევრების მონახულებას ეხმაურება და წერს, რომ ფიქრია ჩიხრაძის დღევანდელი თანამდებობა ვალდებულებას აკისრებს, გამოეხმაუროს.

“ადმინისტრაციის წინ აქცია ძალიან კონკრეტული გზავნილის მატარებელია. იქ როდესაც მიდის ამხელა ადამიანი, სწორედ ამ მიზანს უნდა შეეხმიანოს. 1. ან სოლიდარულია; 2. ან უბრალოდ ჰუმანისტია; 3. ან საქმეში გარკვევა უნდა. თუ მხოლოდ მეორეა, ამ ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ ამასობაში გაუგებარია, თუ ამიტომ მიხვედი, “არ არის შიმშილობა სწორი” მესიჯი გაქვს, რა შუაშია ყველაფერი დანარჩენი, რაც მოვისმინეთ?! თუ ამიტომ არ მიხვედი და პირველი ამბავია, ესეც გასაგებია, მარამ მაშინ გეყოს გამბედაობა და პირდაპირ თქვი, რომ არჩევნები გაყალბდა. ისიც თქვი, ვინ გააყალბა, შეუერთდი მოთხოვნას და შესაბამისად, მზად იყავი იმისთვის, რომ პასუხი გასცე კითხვებს, რომელიც ძალიან ბევრი იქნება შენი მისამართით და მოგთხოვს დასაბუთება/დადასტურებას; ხოლო თუ მესამე ამბავია, მაშინ იქ წუწუნი, საერთოდ კოდექსი მისახდია და ა.შ., ამაზე ადრეც ვამბობდით, აღარ არის საინტერესო, თუ ვერ ბედავ, სადაც მიხვედი და, რასაც ითხვენ, იმ თემაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიციის ქონას”, – წერს ხიდაშელი.

ხიდაშელის თქმით, კონკრეტული კითხვები აქვს ფიქრია ჩიხრაძესთან, როგორც თავდაცვის მინისტრს მთავარსარდლის მრჩეველთან.

“რა ინფორმაცია აქვს მუხროვანის შესახებ და რა წყაროებიდან? ჩემთვის არ მოუმართავს კითხვით; მოხდა თუ არა მუხროვანში ამ არჩევნებისთვის ხელოვნურად სამხედროების რიცხვის გაზრდა; კი თუ არა, რამდენით გაიზარა/შემცირდა ხელოვნურად? უნდა ჩამოგვერთვა თუ არა ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული ხმის უფლება 31 ოქტომბერს მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმა აცვიათ? პასუხი რომ კანონი შესაცვლელია, არ მიიღება, 31/10 -ს ეხება კითხვა. ვინ ქმნის საარჩევნო უბანს? მონაწილეობს თუ არა უბნის შექმის პროცესში თავდაცვის სამინისტრო? რას ნიშნავს სპეცუბანი? მონაწილეობს თუ არა სპეცუბანზე საარჩევნო პროცესში ყველა სუბიექტის წარმომადგენელი? მონაწილეობდა თუ არა 31/10? არის თუ არა საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეტევა, ფანჯრების მტვრევა, ოქების, ყუთის გამოტანისთვის ხელის შეშლა, კანონდარღვევა? არჩევნებისთვის ხელის შეშლა? კიდევ 10 კითხვა მაქვს, მაგრამ ჯერ ამაზე პასუხს დაველოდები. სანამ ქალაბატონი ფიქრია და არა მარტო ის, მთავარ კითხვაზე არ გასცემენ პასუხს გაყალბდა თუ არა არჩევნები საგარეჯოში, ყველა გოდება რომ რაღაც გასასწორებელია უბრალოდ ახირების ნაწილია.”,- წერს თინა ხიდაშელი.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ გუშინ მოინახულა სახელმწიფო კანცელარიასთან მოშიმშილეები, რომლებიც საგარეჯოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად პოლიტიკურ სპექტრს და მმართველ კოალიციას დილოგისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

banner
წინა სტატიაშიიაშვილის კლინიკის ექიმები გაიფიცნენ
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალასთან მიდის, თუ კი ამის საჭიროებას ხედავს