ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალასთან მიდის, თუ კი ამის საჭიროებას ხედავს

პრეზიდენტის მრჩეველ ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, არავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტი ყველას ესაუბრება თუ კი ამის საჭიროება არსებობს.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, ის შეკითხვები, რომლებიც მოშიმშლეებს გააჩნიათ, განამტკიცებს აზრს, რომ კანონმდებლობაში, საარჩევნო თვალსაზრისით, ბევრი რამ არის შესაცვლელი.

„სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასაბუთება იმისა, თუ რატომ გაუჩნდა პრეზიდენტს სურვილი, მოშიმშლე ადამიანებთან მისულიყო. იმ მოშიმშილეებთან, რომლებიც საარჩევნო კანონის თემაზე საუბრობენ. ის, რომ პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალასთან მიდის, თუ კი ამის საჭიროებას ხედავს და რომ ის არის ყველას პრეზიდენტი, დღეს ამის მტკიცება არ გვჭირდება. დანარჩენი შეკითხვები არ არის რელევანტური, რომ ახლა დავიწყო ამაზე პასუხების გაცემა. სხვათა შორის, ეს შეკითხვები ამტკიცებს და განამტკიცებს იმ აზრს, რომ კანონმდებლობაში, თუნდაც საარჩევნო თვალსაზრისით, ბევრი რამ შესაძლოა შესაცვლელი იყოს. ამაზე ალბათ უაზლოეს ხანში დიალოგის დაწყებაც არის საჭირო“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე გუშინ კანცელარიასთან მოშიმშილე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრი აღნიშნულს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩიხრაძის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ პრეზიდენტს შუალედური არჩევნების შედეგებთან კითხვის ნიშნები აქვს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: კონკრეტული კითხვები მაქვს ფიქრია ჩიხრაძესთან, როგორც თავდაცვის მინისტრს მთავარსარდლის მრჩეველთან
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტის ამ სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია