თინა ხიდაშელი: ყოველი ასეთი სწავლება არის მეტი სიახლოვის გარანტია ნატოსთან

ვაზიანის პოლიგონზე სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი დაესწრნენ.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისთვის:

„ყოველი ასეთი სწავლება არის ცალსახად, სულ უფრო მეტი სიახლოვის გარანტია ქართული შეიარაღებული ძალებისა ნატოსთან, თუმცა შეიარაღებული ძალების სიახლოვე არ არის საკმარისი და ამ პროცესს ჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვაზიანის პოლიგონზე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

“ის ფაქტი, რომ ჩვენი სამხედროები თავისუფლად, მხარდამხარ უდგანან გვერდით მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღებულ ძალებს, ცალსახად აჩვენებს, რომ საქართველოს შეუძლია ნატოს წევრობა და რომ საქართველოს მომავალი არის სწორედ ამ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ნატოს პარტნიორებთან – ამერიკელებთან, ბრიტანელებთან, გერმანელებთან ერთად, ამაშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება,” – აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათლომე შელია: თქვენგან განსხვავებით მე არასდროს შემშლია არც კოლეგიალობა და არც ის “ზუგდიდელობა”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ქაოსისკენ წაყვანა არავის ეპატიება