ბათლომე შელია: თქვენგან განსხვავებით მე არასდროს შემშლია არც კოლეგიალობა და არც ის “ზუგდიდელობა”

shelia“22 მაისი-ზუგდიდის სირცხვილი!
სანამ დაიწყებოდა დარბევა, ყველა საჯარო მოხელეს, ვინც იქ შემხვდა ველაპარაკე და ვუთხარი, რომ სამარცხვინო სცენარი იყო დაგეგმილი და გეგმის შეცვლაზე ეფიქრათ.
პირველი დაძაბულობისთანავე მივმართე მერაბ ქვარაია -ს გაეყვანა ის ხალხი და ემოქმედა როგორც ხელისუფალს.
თავიდანვე ველაპარაკე პოლიციის მაღალჩინოსანს და წინასწარ ვუთხარი რა მზადდებოდა. პასუხად მივიღე დამშვიდება. ვაკონტროლებთო სიტუაციას…
მერე რაც მოხდა მთელმა მსოფლიომ ნახა.
შავი ლაქა ქვეყნისთვის და სირცხვილი ზუგდიდელებისთვის.
გუშინ საკრებულოს ერთ-ერთმა უხუცესმა თანამშრომელმა მითხრა შენზე ნაწყენი არიან, გიგინებიაო…
სასიკვდილოდ გამეტებულები გირეკავდით კოლეგებს. სიტუაციის განმუხტვის მოწოდებასთან ერთად ბუნებრივი რეაქციით გაგინებდით ყველას იმათ ვინც ეს დაგეგმეთ და მინდა იცოდეთ, რომ დღესაც არ წავიღებ უკან ამ სიტყვებს.
საგინებლები ხართ ვინც ეს დაგეგმეთ და სამარცხვინოები ვინც წინ არ აღუდექით ამ ქმედებას.
თქვენგან განსხვავებით მე არასდროს შემშლია არც კოლეგიალობა და არც ის “ზუგდიდელობა”, რომელზეც თქვენ ხშირად აპელირებთ და რომელიც მაშინ გავიწყდებათ, როგორც კი თქვენს სკამებს ოდნავი საფრთხე დაემუქრება.
შევარცხვინე ისეთი თანამდებობა, რომლის გასამყარებლად თბილისიდან ჩამოყვანილი სპორტსმენები დაგჭირდება საკუთარი თანაქალაქების უმოწყალოდ საცემად…
ან რა ფასი აქვს ისეთ პოლიტიკურ ლიდერობას, თუ შენი კოლეგების და პოლიტიკური ოპონენტების საცემად ხალხს თბილისიდან გამოგიგზავნიან და შენ ხმას ვერ იღებ…
ერთი “კაცი” დავინახე მე თქვენგან იმ დღეს. ვერ აკავებდა, მაგრამ გამოვიდა და ეფარებოდა მაინც თქვენს “სტუმრებს”, რომლებმაც ჩვენ და ჩვენს სტუმრებს გადაგვიარეს. დანარჩენები დაიმალეთ და შორიდან გვაკვირდებოდით.
ირაკლი, მერაბ, ედიშერ და ლაშა რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაგეგმა, თქვენს სინდისზეა 22 მაისი. თქვენს ადგილზე შემრცხვებოდა… და თუ არ გრცხვენიათ, ბევრად სერიოზული პრობლემა გქნიათ, ვიდრე ეს ეხლა ჩანს”-წერს ზუგდიდის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბათლომე შელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: როგორც ჩანს პრემიერი ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ყოველი ასეთი სწავლება არის მეტი სიახლოვის გარანტია ნატოსთან