თინა ხიდაშელი: არცერთ მინისტრერიალზე MAP-ი არ მომითხოვია, მე ვითხოვ ნატო-ს წევრობას

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველომ ნატო-ს წევრობა უნდა მოითხოვოს და არა MAP-ი, შესაბამისად მას ნატო-სგან MAP-ი არასდროს მოუთხოვია.

თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ MAP-ი საქართველოსთვის არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ის, რასაც MAP-ი ითვალისწინებს, საქართველოს უკვე მიღებული აქვს.

“არ ვითხოვთ ჩვენ MAP-ს არცერთ შეხვედრაზე, რაც “რუსთავი 2″-ის მმართველები აღარ არიან ხელისუფლებაში. ჩვენი მიზანი MAP-ი არ არის, ჩვენი მიზანია ნატო-ს წევრობა. არცერთ მინისტრერიალზე არ მომითხოვია MAP-ი. მე ვითხოვ წევრობას. ყველაფერი, რაც ეხმარება საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში არის ჩემი ამოცანა. ვარშავიდან მინდა დავბრუნდეთ უფრო მეტი ინსტრუმენტებით, რადგან ის ფანჯარა, როდესაც გაიღება, ვიყოთ მზად შესასვლელად. ეს ფანჯარა აუცილებლად გაიღება. ამაზე ყველა საუბრობს. ამას სჭირდება შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარება. MAP-ი საქართველოსთვის წარსულია, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. არცერთ ასპირანტ ქვეყანაში, არასოდეს არ ჩატარებულა ისეთი წვრთნები, როგორიც 2015-ში ჩატარდა საქართველოში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“არ ვიცოდი “მაესტროში” რაც ხდებოდა, თორემ შესაძლოა თავი შემეკავებინა გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრისგან”
შემდეგი სტატიაკანდელაკი: თბილისის აეროპორტის სანახევროდ გაჩერებაზე პასუხისმგებლები პირადად კვირიკაშვილი და ივანიშვილი არიან