თიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარი 

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, განაგრძობს სხვადასხვა საინტერესო კულტურული, სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

გიზიარებთ თიბისი კონცეპტის შემდეგი ორი კვირის კალენდარს:

 

ვახო ხეთაგურის გამოფენა მთის მიღმა

“ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის პირველ სართულზე, 7 მაისიდან, ფოტოგრაფი ვახო ხეთაგურის გამოფენას “მთის მიღმა 2015” უმასპინძლებს.

 

 

სანდრო სულაბერიძის გამოფენაგარე თვალით დამკვირვებელი

“ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში, 10 მაისს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მეორე სართულზე, სანდრო სულაბერიძის გამოფენა – გარე თვალით დამკვირვებელი გაიხსნება. ექსპოზიცია სანდრო სულაბერიძის ოპტიკური ექსპერიმენტების შედეგების კრებითი გამოფენაა. ხელნაკეთი კამერები და მათ მიერ გადაღებული ფოტოები ინფორმაციული ტექნოლოგიების დეკონსტრუქციას წარმოადგენს.

 

 

თვითლიდერობა კრიზისის დროს” – შეხვედრა Coaching Lab-თან

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მეოთხე სართულზე, 7 მაისს,  გაიმართება შეხვედრა ირინა ჭოჭუასა და ეკატერინე ბაბუნაშვილთან ერთად თემაზე – „თვით-ლიდერობა კრიზისის დროს“. ვორქშოპის ბოლოს მონაწილეები შექმნიან საკუთარი თვით-ლიდერობის რუკას, რომელსაც გამოიყენებენ კრიზისულ პერიოდში ნავიგაციისთვის.

 

სამუშაო თემები

  • რაარისთვით-ლიდერობა;
  • თვით-ლიდერობისმოდელი;
  • ძირითადიკომპეტენციებიდაუნარები;
  • თვით-ლიდერობისრუკა;
  • სასურველიგამოცდილებისშექმნა;

 

დასაწყისი: 14:00 სთ,  ხანგრძლივობა: 3 სთ

 

They Said Books-ის წიგნის მინი ბაზრობა

13 მაისს თიბისი კონცეპტის და They Said Book-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ბიბლიოთეკის სივრცეში, გაიმართება შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან – დიანა ანფიმიადთან, ქეთი დევდარიანთან და რეზი ხუნწელთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში, ნინო დარასელი მოწვეულ სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს ბევრ საინტერესო წიგნს პოეზიის, პროზისა და მუსიკის სფეროებიდან.

 

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ომბუდსმენის დასკვნაზე კითხვები აქვს
შემდეგი სტატიათამარ ტალიაშვილი და გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდნენ