თიბისი გალერეამ ნინო ბოსიკაშილის გამოფენას უმასპინძლა

 

13 სექტემბერს, თიბისი გალერეამ თანამედროვე მატვრის, ნინო ბოსიკაშვილის გამოფენას უმასპინძლა.

ალტერნატიული სამყარო (ხელოვნური ინტელექტის თემის განვრცობა), ასე ეწოდება გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი ნამუშევრები ხელოვნური ინტელექტის მიერ ალტერნატიულ სამყაროს შექმნის იდეას ეხება. ხელოვნების ნიმუშები ასახავს თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის შექმნამ სრულიად შეცვალოს ის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

ნინო ბოსიკაშვილი მულტიმედიურ ექსპოზიციაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ახალგაზრდა მხატვარი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

2018 წელს, ავსტრალიურმა გამოცემა “ Pictoria Volume 2” საუკეთესო არტისტების წიგნში ნინო ბოსიკაშვილი წლის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად დაასახელა.

გამოფენა 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაში,,ვცდილობთ მივიღოთ იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც გააძლიერებს ოპოზიციის როლსაც საპარლამენტო საქმიანობაში “
შემდეგი სტატიაანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო