„თიბისი ბანკმა“ 34 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო

„თიბისი ბანკმა“ დღეს 34 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB ) მიიღო, – ამის შესახებ „თაიმერს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, თანხები მოხმარდება ბანკის კლიენტების მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში.

“ევროპის საინვესტიციო ბანკთან მრავალი წლის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმატებით განვაგრძობთ პარტნიორობას EIB-სთან. აღნიშნული საკრედიტო რესურსით კიდევ უფრო გაძლიერა თიბისის პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარზე. ჩვენი კლიენტები მიიღებენ შესაძლებლობას გაზარდონ თავიანთი ბიზნეს აქტივობები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში,“ – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის ბანკი. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და წარმოადგენს ერთადერთ ბანკს, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი გრძელვადიან ფინანსებს ხდის ხელმისაწვდომს და ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებს. EIB მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების მიზნით.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა პალესტინის წინააღმდეგ ბრძოლისას ადამიანის უფლებები დაარღვია-გაეროს კომისია
შემდეგი სტატიათევდორე მღვდლის ქუჩაზე, ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, შვიდი წლის ბავშვი იმყოფებოდა